11 ივნისს ელექტრომომარაგება ვაკის და ჩუღურეთის ნაწილს შეუწყდება

თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11 ივნისს ელექტრომომარაგება ვაკის და ჩუღურეთის ნაწილს დროებით შეუწყდება.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები