COPS

სატელევიზიო შოუ COPS ეთერში აღარ გამოვა

NBC News

სატელევიზიო რეალითი შოუს COPS ახალი ეპიზოდები, 31-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად, აღარ გამოვა.

გადაწყვეტილება საკაბელო არხმა Paramount მიიღო. წარმომადგენლების განცხადებით ამერიკაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, პოლიციელების შესახებ სერიალის გაშვება არ სურთ. 

დაბრუნდება თუ არა რეალითი შოუ რომელიმე სხვა არხზე ამ ეტაპზე უცნობია.

დოკუმენტური სერიალი პოლიციელების ყოველდღიურ სამუშაო დღეებს ასახავს. წარსულში შოუს შემქმნელები პოლიციის სისასტიკის პროპაგანდაში არაერთხელ დაადანაშაულეს.

კომენტარები