შქმერული

სიტყვა "შქმერული" იაპონური YAHOO-ს ყველაზე ძიებადი სიტყვების ოთხეულში მოხვდა

Embassy of Georgia to Japan

სიტყვა "შქმერული" იაპონური Yahoo-ს ყველაზე ძიებადი სიტყვების ოთხეულში მოხვდა - ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ინფორმაციით, 10 ივნისს, იაპონურმა წამყვანმა გაზეთმა ნიკკეიმ 2020 წლის პირველი ნახევრის პოპულარული პროდუქტების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც შქმერულიც მოხვდა.

"რეიტინგი შედგენილია  სუმოს მოჭიდავეთა ე.წ. „ბანძუკეს“ მსგავსად და ყოველ წელს დიდი პოპულარულობით სარგებლობს იაპონელთა შორის. 
წელს აღნიშნულ რეიტინგში აღმოსავლეთ მაეგაშირას მეორე ნომრის ადგილი ქართულმა კერძმა, შქმერულმა დაიკავა. 

"სიტყვა "შქმერული" კი იაპონური Yahoo-ს ყველაზე ძიებად სიტყვათა ოთხეულში მოხვდა", - წერს საელჩო.

მათივე ცნობით, ერთერთი კომპანია 30 ივლისიდან იაპონიის მასშტაბით შქმერულის სწრაფად მომზადების პაკეტების გაყიდვას დაიწყებს.

"დღესვე, კომპანია „მაცუბარა ფუდს“-მა განაცხადა, რომ 30 ივლისიდან გაყიდვაში გამოუშვებს შქმერულის სწრაფად მომზადებად პაკეტებს, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მაღაზიებში გაიყიდება.  

აღსანიშნავია, რომ პაკეტების შეფუთვაზე საქართველოს დროშა და თბილისის ხედია დატანილი. წარწერაში კი ხაზგასმულია, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, ხოლო ქართველი ხალხი დღეგრძელობით არის ცნობილი", - წერს საელჩო.

კომენტარები