კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში COVID-19-ის 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი

STR/AFP via Getty Images

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოაჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 828 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 694 გამოჯანმრთელდა, 13 პაციენტი კი გარდაიცვალა.  

კარანტინის რეჟიმში 3 230 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 285.

კომენტარები