კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: კორონავირუსის 4 შემთხვევის წყარო დაუდგენელია, მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევაა დადასტურდა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე კოვოდცენტრებში 121 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს. 

ეზუგბაია ამბობს, რომ 6 ახალი შემთხვევიდან ერთი საკარანტინე სივრციდანაა, 1 სამედიცინო პერსონალია, 4 პაციენტის წყაროს დადგენა მიმდინარეობს. 

"პირველწყარო, როგორც ასეთი, ამ 4 შემთხვევასთან არ არის დადგენილი, მიდის მათი კონტაქტების კვლევა, ჩაღრმავებული ეპიდკვლევა და ვნახოთ რამოდენიმე დღეში უნდა მოიძიოს ამათი ინფიცირების წყარო",- ამბობს ეზუგბაია. 

მისივე თქმით, ამ 4 პაციენტიდან ერთი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. 

"ჩემთან მოხვედრილი პაციენტი ძირითადად სახლში იყო, ასაკოვანი ქალბატონია. ცხელების ცენტრში დაუდასტურდა მას დიაგნოზი და ცხელების ცენტრიდან გადმოყვანილ იქნა ჩვენთან", - თქვა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 828 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 694 გამოჯანმრთელდა, 13 პაციენტი კი გარდაიცვალა. 

კომენტარები