სამართალდამცავებმა მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1969 წელს დაბადებული
მ.ა. თბილისში დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 10 ივნისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1986 წელს დაბადებულ მ.ლ.-ს ცივი იარაღით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველებმა მ.ა. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად", - აცხადებს შსს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.