თბილისის ქუჩები, რომლებსაც 12 ივნისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 12 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელში გადართვებს და გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას, ბუდაპეშტის და ტაშკენტის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ყიფშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, ვარკეთილი-3  II, IV მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლებს.

10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 II, III   მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სამრეწველო დასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილის მეურნეობის, სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), თვალჭრელიძის, მიხეილ გახოკიძის, მაისურაძის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, დამპალოს, გიორგი ბერიაშვილის, აბაშვილის და რომანოზ ხომლელის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ხევძმარის, ფორე მოსულიშვილის, ალეკო გობრონიძის, მარატ ნოზაძის, ილია ვეკუას, ომარ ხიზანიშვილის და ანგია ბოჭორიშვილის ქუჩების  მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ," - აცხადებს თელასი.

კომენტარები