უკრაინა-საქართველოს ურთიერთობა

კალაძე სააკაშვილზე: უცხო ქვეყნის მოქალაქეს სხვა ქვეყნის საქმიანობაში ჩარევის უფლება არ აქვს

ინტერპრესნიუსი

"უცხო ქვეყნის მოქალაქეს, თანამდებობის პირს, რა თქმა უნდა, არანაირი უფლება არ აქვს, ჩაერიოს სხვა ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში, შესაბამისად, ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვება რეაგირება". – ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დღეს Facebook-ზე გავცელებულ ვიდეოში ისაუბრა, რომ იგი საქართველოში მიმდინარე პროცესებში აპირებს მონაწილეობას. თუმცა, ამავდროულად, სააკაშვილი გასულ თვეში ამბობდა, რომ მას "ფიზიკურად არ აქვს დრო, საქართველოს ამბებს მიხედოს".

მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება მმართველ გუნდში საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევად მიიჩნიეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ამ საკითხის განსახილველად საქართველოში უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა.

"უკრაინის პოზიცია ამ საკითხზე ისაა, რომ სააკაშვილი არაა ოფიციალური პირი უკრაინაში, ის არაა აღმასრულებელი შტოს ნაწილი, ის არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ არის ქართველი და არასოდეს შეწყვეტს ქართველობას". – თქვა იგორ დოლგოვმა უწყების დატოვების შემდეგ.

კომენტარები