ევროკავშირი - საქართველო

ევროკომისარი: საქართველოს შეუსრულებელი რეფორმების გრძელი სია აქვს

ოლივერ ვარჰელი
European Western Balkans

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხზე ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰელიმ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოს შეუსრულებელი რეფორმების გრძელი სია აქვს. 

"როდესაც საქმე ეხება ევროკავშირთან დაახლოებას, რეფორმების შესრულება უმთავრესი პრიორიტეტია". – დასძინა მან.

ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის პრიორიტეტები უცვლელია - "ჩვენ დემოკრატიული რეფორმები გვინდა. საქართველოს შეუსრულებელი რეფორმების გრძელი სია ჯერ კიდევ აქვს. ამ რეფორმების განსახორციელებლად ჩვენ გვინდა ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან. ჩვენ საჭირო ფინანსებს და დახმარებას მოგაწვდით სამუშაოს გასაგრძელებლად".

ევროკომისარმა ასევე თქვა, რომ თუ საქართველო დაინტერესებულია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების უფრო სწრაფად და სრულყოფილად განხორციელებაში, ისინი ამის გასაკეთებლად მზად არიან.

ვარჰელის თქმით, მდგრადობის შენარჩუნება ერთერთ პრიორიტეტად რჩება და ეს კრიტერიუმი პოლიტიკურ ურთიერთობებსაც ეხება. მისი თქმით, ვისაც ევროკავშირთან პოლიტიკურად თუ ეკონომიკურად მეტი ჩართულობა და თანამშრომლობა სურს, ისინი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობას სთავაზობენ.

კომენტარები