კორონავირუსი ოკუპირებულ ტერიტორიებზე

ოკუპირებულ ცხინვალში COVID-19-ის კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა, სულ - 72

cominf

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას "რესი" სანიტარიული სამსახურის უფროსის მოადგილეზე, ანა გაგლოევაზე, დაყრდნობით ავრცელებს. 

გაგლოევას თქმით, ახალი ინფიცირებულებიდან 2 რუსეთიდან დაბრუნებული კადეტია, ერთი სატვირთოს მძღოლი და ერთი სამხედრო მოსამსახურე. მისივე ინფორმაციით, ერთ დღეში ოკუპირებულ ცხინვალში COVID-19-ზე 103 ტესტი ჩატარდა, სულ - 1 940. 

ანა გაგლოევას ცნობით, კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა - კადეტი და სამხედრო მოსამსახურე. ჯამში, 36 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირების პირველი სამი შემთხვევა 5 მაისს დადასტურდა. 

კომენტარები