კორონავირუსი უკრაინაში

ვოლოდიმირ ზელენსკის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

RTVi

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ცოლს ელენა ზელენსკაიას covid-19-ის ინფექცია დაუდასტურდა. 

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პირველი ლედი თავს კარგად გრძნობს და კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნება. ის ოჯახის წევრებისგან იზოლირებულია და ამბულატორულ მკურნალობას გადის. 

როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურში ამბობენ, თავად ზელენსკის და მის შვილებს covid-19-ზე ტესტის ჩატარების შემდეგ, ინფექცია არ დაუდასტურდათ. 

უკრაინა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გაძლიერებას გეგმავს. მიზეზად კი მომატებულ შემთხვევებს ასახელებს. 

უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 683 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

ჯამში, უკრაინაში კორონავირუსის 29,753 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან  13,567 გამოჯანმრთელდა, 870 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები