ქარწაღებულნი

ქარწაღებულნი Amazon-ის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი გახდა

Variety

რამდენიმე დღის წინ სატელევიზიო არხმა HBO-მ ვიდეოთეკიდან ფილმი ქარწაღებულნი ამოიღო. ოფიციალურ მიზეზად სურათში "რასისტული გამოსახულებები" დასახელდა.

აკრძალვამ ფილმის დისკებზე მოთხოვნა გაზარდა. სავაჭრო საიტზე Amazon მხოლოდ რამდენიმე ასლია დარჩენილი. ერთ-ერთი ცალი 344 დოლარად გაიყიდა.

HBO-ს წარმომადგენლების თქმით, ქარწაღებულებს პლატფორმაზე ისტორიულ კონტექსტზე დისკუსიითა და რასისტული გამოსახულებების მხილებით დააბრუნებენ. 

კომენტარები