ქაბული

ქაბულის მეჩეთში აფეთქებას 4 პირი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები

12 ივნისს ქაბულის მეჩეთში აფეთქებას, სულ მცირე, ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბევრი დაშავდა.

"ასაფეთქებელი შირ შაჰ-ე-სურის მეჩეთში იყო მოთავსებული და ის პარასკევს, ლოცვის მიმდინარეობისას აფეთქდა," - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

მათივე განცხადებით, დაღუპულებს შორის ერთერთი მოლაა.

სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.

ჯერჯერობით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას აუღია.

კომენტარები