სპეცოპერაცია ქავთარაძის ქუჩაზე

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სუს-ი სპეცოპერაციას ატარებს

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

სპეცოპერაციას სახელმწფო უსაფრთხოების სამსახური ატარებს, თუმცა, რას უკავშირდება ის, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ასახელებს.

პირველი არხის დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაკავებულია ჩეჩენი მოქალაქე, რომელსაც ქავთარაძის ქუჩაზე ბინა ჰქონდა ნაქირავები.

კომენტარები