ჯოან როულინგი

ჯოან როულინგის ყოფილი ქმარი: მისთვის გამირტყამს, თუმცა ამას არ ვნანობ

ჯოან როულინგი და ხორხე არანტესი

ჯოან როულინგის პირველი ქმარი, ხორხე არანტესი, მწერლის მიერ გამოქვეყნებულ წერილს გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ მისი პირველი ქორწინება ძალადობრივი იყო.

ხორხე არანტესის თქმით, მას როულინგისთვის გაურტყამს, თუმცა სასტიკად არ ეპყრობოდა.

"დიახ. მართალია, რომ მისთვის გამირტყამს. მაგრამ მას სასტიკად არ ვეპყრობოდი. არ ვნანობ იმას, რომ მისთვის დამირტყამს", - უთხრა არანტესმა The Sun-ს. 

ჯოან როულინგი და ხორხე არანტესი 1992 წლიდან 1995 წლამდე ქორწინებაში იყვნენ. მათ ერთი საერთო შვილი ჰყავთ, რომელიც 1993 წელს შეეძინათ.

ჰარი პოტერის ავტორმა რამდენიმე დღის წინ წერილი გამოაქვეყნა, სადაც იმ ადამიანებს უპასუხა, რომლებიც მას ტრანსფობიაში ადანაშაუელებენ.

ამასთან ერთად, ჯოან როულინგმა დაწერა, რომ ის ძალადობისა და სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გამხდარა და მისი პირველი ქორწინება ძალადობრივი იყო.

წაიკითხეთ წერილი სრულად აქ.

კომენტარები