ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში

ღარიბაშვილი ბავშვებში "პატრიოტულ სულისკვეთებაზე": ეს ეროვნული იდეოლოგიის საკითხია

0 კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი ფოტო: რუსთავი 2

"უნდა ჩამოვაყალიბოთ ეროვნული მასშტაბის იდეოლოგია" - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ოცნების დეპუტატის სოფო კილაძის კითხვას, რომელიც ბავშვებში "პატრიოტული სულისკვეთების ასამაღლებლად" მუშაობას ეხებოდა.

"1102 სკოლაში პროექტი "ჩვენი ჯარი" უკვე საპილოტე ფორმატში დავიწყეთ. ეს პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდება - მეათეკლასელებისთვის არის ეს პროექტი. მიგვაჩნია, რომ ზოგადად თავდაცვა და უსაფრთხოების საკითხები უნდა ისწავლებოდეს სკოლებში და ამ საკითხში თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

2020-2021 წლებში ამ პროგრამას კიდევ უფრო გავააქტიურებთ და ვფიქრობ, რომ ყველა ბავშვისთვის ეს უნდა იყოს ნებაყოფლობით. რა თქმა უნდა, ეს არის ეროვნული იდეოლოგიის საკითხი და ბავშვს თავიდანვე უნდა ჩავუდოთ. ეს არ არის მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს პრეროგატივა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა გამოვძებნოთ საერთო კონსენსუსი და ჩამოვაყალიბოთ ეროვნული მასშტაბის იდეოლოგია, რომელიც მოიცავს მათ შორის ჯარის შესახებ ინფორმაციის თუ ცოდნის გადაცემას და სწორ, ჯანსაღ საწყისებზე ბავშვების აღზრდას" - თქვა თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები