ხანძარი

თბილისში ორსართულიან სახლს ხანძარი გაუჩნდა, საგანგებოს ცნობით, ცეცხლი ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ვახტანგ მახალდიანის ქუჩაზე მდებარე ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. დაშავებული არავინაა.

ხანძარს 70-მდე მეხანძრე-მაშველი აქრობს, 15 სახანძრო მანქანის მეშვეობით.

ცეცხლი მჭიდრო დასახლებაში გაჩნდა. მიმდებარე საცხოვრებელი სახლებიდან ხალხი ევაკუირებულია.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ ცნობილი არ არის. ადგილობრივები მედიასთან ამბობენ, რომ ცეცხლი ელექტროსადენებს გაუჩნდა.

 

კომენტარები