ელექტრომომარაგება

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 16 ივნისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

სამშაბათს, 16 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოებს ასახელებს.

სამგორის რაიონი

10:00 -დან 13:00-მდე ელექტრომომარაგება შეუწყდება ენუქიძის, ქიზიყის, ლორთქიფანიძის და პოლიციის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00 -დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ხეხილსანერგე მეურნეობის, ზღვისუბნის დასახლების II მიკრორაიონის, ჭოპორტის, ქვიშხეთის, ვარდისუბნის, არბოს, კლდეკარის, ლაითურის, სუვოროვის, ხერთვისის, ჟღენტის, ორბეთის, ნაქალაქევის, კეხვის, იოსელიანის, ახალმოწამეთა, ხუდადოვის, მექანიზაციის, შერვაშიძის, ჟორდანიას, ბეთაშვილის, კვარაცხელიას, წერონისის, მაჩხაანის, ზედამზის, სამღერეთის, ზაქარაიას, ინტერნატის, ურიდიას, კაჭრეთის, ფილიას, გორდისა და გარეჯის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 -დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კრწანისის ქუჩის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 -დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მუხიანის II, III, IVა მიკრორაიონებისა და გამარჯვების ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 -დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მოსკოვის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირისა და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 -დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიღმის მასივის IV კვარტლისა და მიქელაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები