კორონავირუსი ოკუპირებულ ტერიტორიებზე

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა

0 კომენტარი
ფოტო: imedinews

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას "რესი" ავრცელებს სანიტარული სამსახურის უფროსის მოადგილე, ანა გაგლოევაზე დაყრდნობით.

ანა გაგლოევას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 4-ვე ადამიანი რუსეთიდან დაბრუნებული კადეტია. მისივე თქმით, კიდევ ოთხი ადამიანი გამოჯანმრთელდა. მათგან ერთი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია.  

ოფიციალური მონაცემებით, 252 პაციენტი დაკვირვების ქვეშაა, მათგან სამედიცინო დახმარება 142-ს უტარდება.

ჯამში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 76 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 40 გამოჯანმრთელდა. COVID-19-ის პირველი 3 შემთხვევა 5 მაისს დადასტურდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები