აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. 

ხანძარი წიწვოვან ტყეში გაჩნდა. უწყების ინფორმაციით, ხანძრის ქრობაში 65 მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენია ჩართული. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე ამ დროისათვის არ არის, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

კომენტარები