15 ივნისს ელექტრომომარაგება თბილისის 60-ზე მეტ ქუჩას შეუწყდება

ხვალ, 15 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, გოთუას და შარტავას ქუჩების მცხოვრებლებს.

10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, მეფე მირიანის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კანდელაკის, ტაშკენტის, ბუდაპეშტის და ფანჯიკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV კვარტლების, მიქელაძის და ბელიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გულუას, დიდი ხეივნის, ნიშნიანიძის და გორგასლის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ზესტაფონის, ხვინგიას, ცისატრყელას, ტრაქტორის, ბენდელიანის, ზეკარის, სვირის, კიშინიოვის, დარკვეთის, გეგუთის, ჯავის, ლუბოვსკის, სანერგის, ლისაშვილის, თოდრიას, სანავარდოს, ასურეთის, კურსების, მირზაანის, ჟღენტის, წერონისის, ლაითურის, ბუგეულის, მაჩხაანის, ცინცაძის, სვანეთის, იმერეთის, სააკაძის, მანჯგალაძის, ნიკო მარის, ხევსურეთის, ლეჩხუმის, რიონჰესის, ჭიჭინაძის, მრევლიშვილის და დიდი ჯიხაიშის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 19 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გივი სვანიძისა და თამარაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა და წყალსადენის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 19 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯორჯიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ" - აცხადებს თელასი.

კომენტარები