კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თბილისის მერიამ თხუთმეტ მარშრუტზე ავტობუსები დაამატა

თბილისის მერია

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თბილისის მერიამ თხუთმეტ მარშრუტზე ავტობუსები დაამატა. თბილისის მერიის ცნობით, 30 ავტობუსი – N6, N11, N17, N19, N20, N24, N32, N33, N34, N60, N62, N72, N84, N86 და N101 მარშრუტებზე ივლის. 

"საგანგებო მდგომარეობის დასრულებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შემდეგ, მგზავრთნაკადების მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობდა, როგორც მეტროს, ასევე, ავტობუსების მიმართულებით. მონიტორინგის შედეგად, გამოიკვეთა 15 მარშრუტი, სადაც პიკის საათებში მგზავრთა გაზრდილი რაოდენობა ფიქსირდება. 

მგზავრთნაკადებზე დაკვირვება მომავალშიც გაგრძელდება და ყველა ის ღონისძიება გატარდება, რომელიც მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებას შეუწყობს ხელს" - აცხადებს თბილისის მერია.

კომენტარები