ბელგია

ბელგიაში იულიუს კეისრის ძეგლი დააზიანეს

0 კომენტარი

ბელგიაში იულიუს კეისრის ძეგლი დააზიანეს. ძეგლს მარჯვენა ხელის თითები შუბით  მოჰკვეთეს, რომელიც მას ხელში ეჭირა. 

ძეგლების აღების მოთხოვნით გამოვიდა მომიტინგეთა ნაწილი აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში. დემონსტრანტთა ნაწილმა დააზიანა და ჩამოაგდო ზოგიერთი ძეგლი.

დიდი ბრიტანეთში ჩამოაგდეს ედვარდ კოლსტონის ძეგლი. ოქსფორდის უნივერსიტეტში კი სესილ როდსის ძეგლის აღებას ითხოვენ. პარლამენტის მოედანზე მდგარი ჩერჩილის ძეგლს დამცავი ბარიერი გაუკეთეს, რადგან აქციის მონაწილეებმა მას დააწერეს: "ის რასისტი იყო". ქალაქ ლესტერში მაჰათმა განდის ძეგლის აღებას ითხოვენ.

აშშ-ის ვირჯინიის შტატის ქალაქ რიჩმონდში მოითხოვდნენ რობერტ ლის ძეგლის მოხსნას, რომელიც სამოქალაქო ომში კონფედერაციული შტატების გენერალი იყო, თუმცა მოსამართლემ ძეგლის აღება დაბლოკა. რიჩმონდში მომიტინგეებმა ბირდის პარკში მდგარი ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს, ცეცხლი წაუკიდეს და შემდეგ ტბაში ჩააგდეს.

აშშ-ში ასევე ითხოვენ სახელების შეცვლას იმ სამხედრო ბაზებისათვის, რომლებსაც კონფედერაციული შტატების გენერლების სახელები ჰქვია. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია ამას არც კი განიხილავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები