ეკონომიკა

მაისში ექსპორტი 30,6%-ით შემცირდა და 234 მილიონი დოლარი შეადგინა

brianchristner.io

საქსტატმა მაისის საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. უწყების მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაისში ექსპორტი 30,6%-ით შემცირდა 234,1 მილიონი დოლარი შეადგინა. 

გასულ თვეში 34,3%-ით შემცირდა იმპორტის მოცულობაც და ჯამურად 497,3 მილიონი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, პირველ 5 თვეში საგარეო ვაჭრობის მთლიანმა მოცულობამ 4,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 16,8%-ით ნაკლებია. 

იანვარ-მაისში საქართველოს ექსპორტი ჯამურად 16,2%-ით შემცირდა და  1,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტის მოცულობა 17%-ით შემცირდა და 2,9 მილიარდი დოლარი შეადგინა. 

ექსპორტში მნიშვნელოვანი კლების მიუხედავად, აპრილთან შედარებით ექსპორტის მოცულობა, დაახლოებით, 4%-ით გაიზარდა. თუკი აპრილის მაჩვენებელს არ მივიღებთ მხედველობაში, მაისში განხორციელებული ექსპორტი ბოლო ორი წლის მინიმალურ დონემდე შემცირდა. მაისის თვის მაჩვენებელზე ცოტა ექსპორტი საქართველოდან ბოლოს 2018 წლის თებერვალში განხორციელდა.

კომენტარები