კორონავირუსი საქართველოში

ვის არ მოეთხოვება პირბადის ტარება

მთავრობამ ის დაწესებულებები განსაზღვრა, სადაც პირბადის გარეშე ყოფნის გამო ფიზიკური პირი 20 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი, რომელიც ადამიანს ნიღბის გარეშე შეუშვებს – 500 ლარით. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. მთავრობამ ასევე განსაზღვრა, ვის არ შეეხება შეზღუდვა.

თუ პირბადე არ გეკეთებათ, დაჯარიმდებით: 

  • საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებში
  • საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე, სადაც შეუძლებელია დისტანციის დაცვა, მაგალითად, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე თუ შეუძლებელი იქნება დისტანცია, დამსწრეებმა უნდა გაიკეთონ პირბადე
  • საერთო სარგებლობის ლიფტებში
  • სილამაზის სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებში
  • სავაჭრო ობიექტებში
  • ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს დაწესებულებებში
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში

შეზღუდვა არ შეეხება

  • 6 წლამდე ასაკის ბავშვებს;
  • ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სასუნთქი ორგანოების პრობლემები, ფილტვის დაავადებები, ბრონქული ასთმა;
  • შშმ პირებს;
  • "გარკვეული კატეგორიის პირები", რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეუძლიათ პირბადის ტარება.
  • სპეციალიზებულ დაწესებულებაში მომსახურე პერსონალისთვის, შესაბამისი სამიზნე ჯგუფისთვის კონკრეტული სოციალური სერვისის მიწოდებისას – მაგალითად, ლოგოპედის მომსახურება;
  • შეხვედრებზე თავშეყრისას მომხსენებელს შეუძლია, არ გაიკეთოს პირბადე პრეზენტაციისას, თუ იცავს ორმეტრიან დისტანციას;

პარლამენტმა 12 ივნისს დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც დახურულ თავშეყრის ადგილებში პირბადის გარეშე გადაადგილებისათვის ჯარიმას ითვალისწინებს. 

კომენტარები