ამინდის პროგნოზი

სიცხე, წვიმა, ელჭექი და სეტყვა - როგორი ამინდი იქნება 20 ივნისამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15-19 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში – +28, +33, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +31, +36 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +33, +35 გრადუსი იქნება.

კომენტარები