ვოლსკი: არცერთი ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ 1 თეთრი მაინც დაიხარჯოს არარაციონალურად

ტაბულა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ბიუჯეტის განახლებულ პროექტზე საუბრისას ამბობს, რომ ბიუჯეტიდან ფულის არარაციონალურად ფლანგვას არცერთი ხელისუფლება არ დაუშვებს.

"არცერთი ხელისუფლება არ დაუშვებს იმას, რომ რაიმე ერთი თეთრი მაინც, მითუმეტეს, თუ ის სესხია, დახარჯული იქნეს არარაციონალურად".

ვოლსკი მთავრობის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს რაციონალურად ჩამოყალიბებულს უწოდებს და ამბობს, რომ ის "გათვლილია არა მხოლოდ დღევანდელ დღეზე, არამედ მომავალზე".

მისი თქმით, მთავრობა მზადაა, განიხილოს და გაითვალისწინოს, "თუკი არსებობს რამე ისეთი დეტალი, რომელზეც ჩვენს ოპონენტებს აქვთ უკეთესი აზრი".

"მაგრამ, დღემდე, გარდა იმისა, რომ გადასახადები უნდა შემცირდეს ან საერთოდ გაუქმდეს, ჩვენ მათგან არ გაგვიგია რაიმე საინტერესო მოსაზრება". - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.

მხოლოდ ქუთაისის პარლამენტის უფუნქციო შენობის შენახვაზე ბიუჯეტიდან გასულ წელს 690 ათასი ლარი დაიხარჯა.

ბიუჯეტის განახლებული პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის ხარჯები 1 მილიარდ 491 მილიონი ლარით გაიზრდება და ჯამში 15 მილიარდ 924 მილიონ ლარს მიაღწევს.

კომენტარები