კობი ბრაიანტი

კობი ბრაიანტი სატელევიზიო ჯილდოს, EMMY-ს მიიღებს

Television Academy

ამერიკის სატელევიზიო აკადემია კალათბურთელსა და რეჟისორს, კობი ბრაიანტს ლოს-ანჯელესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ჯილდოს გადასცემს. 

EMMY-ს დაჯილდოების რიგით 72-ე ცერემონიალი მიმდინარე წლის 18 ივლისს გაიმართება.

NBA-ს ვარსკვლავისთვის ეს რიგით მეორე ჯილდოა, რომელიც ხელოვნების სფეროში მიიღო. 2018 წელს ბრაიანტმა ოსკარი მოიპოვა მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის – Dear Basketball .

ლეგენდარული კალათბურთელი მიმდინარე წლის იანვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპა. 

 

კომენტარები