რიკოთის გვირაბი

16 ივნისს, 06:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე, რიკოთის გვირაბი დაიკეტება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 16 ივნისს 06:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა იკრძალება.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში საავტომობილო გზის სავალი ნაწილის დაზიანებული ადგილების ასფალტ-ბეტონით შევსების სამუშაოები ჩატარდება.

მათივე თქმით, დროის აღნიშნულ პერიოდში სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე იქნება შესაძლებელი. 

კომენტარები