ავტოსაგზაო შემთხვევა

ახმეტის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა

flickr

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი გზის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები