ქარწაღებულნი

პარიზის კინოთეატრმა ფილმ "ქარწაღებულნის" ჩვენება გააუქმა

Deadline

კინოსტუდიამ Warner Bros.-მა პარიზში დაგეგმილი "ქარწაღებულნის" ჩვენება გააუქმა. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, კლასიკური სურათი კარანტინის დასრულებისთანავე ევროპის ყველაზე დიდ კინოთეატრში – Grand Rex 23 ივნისს უნდა ეჩვენებინათ. 

გაუქმების შესახებ ინფორმაცია კინოთეატრის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

"Warner Bros.-მა შეგვატყობინა, რომ "ქარწაღებულნის" ჩვენება აღარ სურთ."

გასულ კვირას სატელევიზიო არხმა HBO-მ "ქარწაღებულნი" ვიდეოთეკიდან ამოიღო. მიზეზად შავკანიანი პერსონაჟების არაკორექტული გამოსახულება და მონათმფლობელური სამხრეთის რომანტიზაცია დასახელდა. 

კომენტარები