კორონავირუსი

მსოფლიოში Covid 19 ოფიციალურად 8 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა, 4 მილიონზე მეტი გამოჯანმრთელდა

მსოფლიოში კორონავირუსი ოფიციალურად 8 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 4 მილიონზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 437 093 პაციენტი.

რაოდენობრივად ყველაზე მეტი ინფიცირებული (2 171 670) და დაღუპული (118 003) ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს. მეორე ადგილზეა ბრაზილია – 873 963 ინფიცირებული და 43 485 დაღუპული.

ინფიცირებულთა რაოდენობით ათეულში ასევე არიან რუსეთი, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია, პერუ, ირანი და გერმანია.

აღსანიშნავია, რომ თუ მილიონ მოსახლეზე დავთვლით, ეს მონაცემი იცვლება და მსოფლიოში მილიონ მოსახლეზე ყველაზე მეტი ინფიცირებული კატარს ჰყავს (28 804). მას მოსდევს ჩილე (9 390), ქუვეითი (8 537), პერუ (6 972), აშშ (6 563), ესპანეთი (6 228), სომხეთი (5 759) ბელარუსი (5 787). ასევე, ჯუჯა სახელმწიფოები - სინგაპური, ანდორა, ვატიკანი, ბაჰრეინი და სან მარინო.

კომენტარები