ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 26 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 1 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
15 ივნისს ქვეყანაში Covid 19-ის 301 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ჯამში, იტალიაში კორონავირუსით ოფიციალურად 237 290 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 34 371 და გამოჯანმრთელდა 177 010 პაციენტი.
იტალიაში 10 მარტიდან 3 მაისამდე კარანტინი იყო გამოცხადებული. შეზღუდვების შემსუბუქება ქვეყანაში 4 მაისიდან დაიწყო, ხოლო 3 ივნისიდან იტალიამ ევროკავშირის ქვეყნებთან, ასევე, დიდ ბრიტანეთთან, ნორვეგიასთან, ლიხტენშტეინთან, შვეიცარიასთან, ისლანდიასთან, ანდორასთან, მონაკოსთან და სან მარინოსთან ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა და ქვეყანაში რეგიონალური მოგზაურობაც დაუშვა.