ხანძარი ვარკეთილში

ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის დიდი კერები ლოკალიზებულია, დაიწვა 1000 კვ. მეტრი ფართობი (LIVE)

ტაბულა

ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის დიდი კერები ლოკალიზებულია, თუმცა, ჯერჯერობით, მცირე კერების ლოკალიზებას და ცეცხლის სრულ ლიკვიდაციას 30-მდე სახანძრო მანქანა ცდილობს.

ტერიტორიაზე დაიწვა 1000 კვადრატული მეტრი ფართობი. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს უთხრა.

საპატრულო პოლიციის უფროსი ამბობს, რომ დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

კომენტარები