ხანძარი ვარკეთილში

საგანგებო: ვარკეთილში ხანძარი ლოკალიზებულია, იყო ბენზინგასამართი სადგურის აფეთქების საფრთხე

ტაბულა

ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია. 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ტაბულას უთხრეს, პირველადი ინფორმაციით, დამწვარია 1000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი. მათი თქმით, იყო ბენზინგასამართი სადგურის აფეთქების საფრთხე. 

უწყებაში ამბობენ, რომ დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე 25 სახანძრო ბრიგადა მუშაობს, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. 

ვარკეთილში, კალოუბნის ქუჩაზე, ხანძარი შერეული ტიპის ბაზრობას გაუჩნდა. ცეცხლი ჯიხურებს მოეკიდა. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. 

კომენტარები