გოგონა, რომელიც შარდავს

მოქანდაკე: გოგონებსაც შეუძლიათ, მოშარდონ ძლიერად, შორს და უწყვეტად

https://www.lepoint.fr/

ვარდისფერი ფეხები, საშოდან კი წყლის წვეთები მოედინება – ეს სამმეტრიანი სკულპტურაა, რომლის ნახვაც საფრანგეთის ქალაქ ნანტში, Place Royale - ის აუზში, აგვისტოდან იქნება შესაძლებელი. 

ფრანგი ხელოვნის, ელზა საჰალის თქმით, მისი შადრევანი ფემინისტური ხასიათის ქმნილებაა.

"შარდის ნაკადის უწყვეტი დინების დროს გაჩნდა მოსაზრება, რომ პატარა გოგონებსაც შეუძლიათ შარდვა ძლიერად, შორს და უწყვეტად და ეს, როგორი ირონიულიც არ უნდა იყოს, შეიძლება მოხდეს, საჯარო სივრცეში, სადაც მხოლოდ მამაკაცების შარდვაა მიღებული". – ასე ხსნის ხელოვანი თავის ნამუშევარს. 

ხელოვნის განმარტებით, მისი სკულპტურის სახელი – Fontaine არის ერთგვარი შურისძიება ფრანგი მხატვრის, მარსელ დიუშანის მიმართ, რომელმაც XX საუკუნის დასაწყისში სკანდალი გამოიწვია თავისი ნამუშევრით – "ბელგიელი ბიჭუნა, რომელიც შარდავს".


ფოტო: Mediamatic

მარია დუპასი, ხელოვანთათვის განკუთვნილი პროგრამის "ნანტში მოგზაურობის" სამხატვრო დირექტორი ამბობს, რომ ეს ნამუშევარი ფემინისტური პასუხია "ბელგიელი ბიჭუნას" მიმართ.

"პატარა ბიჭი, რომელიც შარდავს" მე-15 საუკუნეში შეიქმნა და მიიჩნევა, რომ ფიგურა ადგილობრივი მოსახლეობის მეამბოხე სულს გამოხატავს. ქანდაკებას ბელგიაში  სეზონზე ყოველდღიურად 30 000 ადამიანი სტუმრობს, თითქმის იმდენი, რამდენიც მონა ლიზას ლუვრის მუზეუმში. 

კომენტარები