ლუსი დუადი

16 წლის ფრანგი მთამსვლელი კლდეზე ცოცვის დროს ჩამოვარდა და გარდაიცვალა

https://www.bbc.com/

საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ცოცვის დროს 16 წლის მთამსვლელი კლდიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ლუსი დუადი საფრანგეთის ქალაქ გრენობის მახლობლად მდებარე კლდეებზე ცოცავდა, როცა ფეხი დაუცდა და კლდიდან ჩამოვარდა. 

ფრანგული გამოცემის, Dauphiné-ის ცნობით, დაწყებულია გამოძიება. გარდაცვალების ზუსტი გარემოებები კი ჯერჯერობით უცნობია. 

მთამსვლელთა საერთაშორისო სპორტულმა ორგანიზაციამ მწუხარება გამოთქვა "ახალგაზრდა, ბრწყინვალე და ნიჭიერი სპორტსმენის" გარდაცვალების გამო.

15 წლის ასაკში ლუსი დუადმა Boulder World Cup-ის მსოფლიო თასზე კლდეზე ცოცვა რიგით მეხუთემ დაასრულა. 

კომენტარები