კორონავირუსი საქართველოში

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა

Tom Wolf

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას კლინიკაში დაუდასტურეს.  

დღეს, 16 ივნისს, ქვეყანაში COVID-19-ისგან კიდევ 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ინფიცირებულთა შესახებ მონაცემები ჯერჯერობით stopcov.ge-ზე არ განახლებულა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 879 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 724 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 141 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები