ახალი კორონავირუსი საქართველოში

მთავრობამ Covid-19-თან დაკავშირებულ მობილურ აპლიკაციაში 412 000 ლარი გადაიხადა

ჯანდაცვის სამინისტრომ, Covid-19-ის აპლიკაციის შესაძენად 412 000 ლარი დახარჯა. ინფორმაციას ამის შესახებ IPN ავრცელებს. გამოცემას მონაცემები სამინისტროდან მიაწოდეს. 

აპლიკაცია, სახელწოდებით, Stop Covid, თითოეულ მომხმარებელს უნიკალურ კოდს ანიჭებს, რომლის საშუალებით შესაძლებელია, გაიგოთ იმყოფებოდით თუ არა კონტაქტში ინფიცირებულ პირთან.  

აპლიკაცია 16 აპრილს ამოქმედდა და იგი ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის სისტემის, ასევე iOS-ის მომხმარებლებისთვისაც. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 879 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 724 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 141 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები