ბათუმი

ბათუმში ავტომანქანა 6 წლის ბავშვს დაეჯახა, მსხვერპლი ადგილზე გარდაიცვალა

შსს

ბათუმში, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანა 6 წლის ბავშვს დაეჯახა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, მსხვერპლი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარი ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, გამოძიება 276 მუხლით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები