ბრიტნი სპირსი

30 000 ადამიანი კონფედერატების ძეგლების ბრიტნი სპირსის ძეგლებით ჩანაცვლებას ითხოვს

Grammy.com

აშშ-ის შტატ ლუიზიანას მცხოვრებმა პეტიცია შეადგინა, რომლითაც კონფედერატების ძეგლების, ბრიტნი სპირსის ძეგლებით ჩანაცვლებას ითხოვს.

პეტიციაში ის ლუიზიანას გუბერნატორს, ჯონ ველ ედვარდს მიმართავს, რომ  შტატში ბრიტნი სპირსის ძეგლები დაიდგას, ოღონდ კონდეფერატების ძეგლების ნაცვლად.

ის ასევე წერს, რომ ბრიტნი სპირსი ლუიზიანას გმირია.

პეტიციას უკვე 30 000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

მას შემდეგ, რაც 46 წლის შავკანიანი კაცი, ჯორჯ ფლოიდი, პოლიციელმა დაკავებისას მოკლა, სხვადასხვა ქვეყანაში გამოსვლები მიმდინარეობს. პროტესტების მსვლელობის დროს აქტუალური გახდა ძეგლების საკითხი, რადგან მომიტინგეები მათ ადგილიდან აგდებენ ან აწერენ, რომ ეს ადამიანი რასისტი იყო.

კომენტარები