ჰომოფობიური დამოკიდებულებები

კვლევა: გამოკითხული კაცების 83% ფიქრობს, რომ ჰომოსექსუალი შვილის ყოლა სამარცხვინოა

გაეროს ერთობლივი პროგრამის მიერ გამოქვეყნებული კვლევის, "კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში" მიხედვით, საქართველოში გამოკითხული კაცების 83% ამბობს, რომ ჰომოსექსუალი შვილის ყოლა სამარცხვინოა. ამავე მოსაზრებას იზიარებს გამოკითხულ ქალთა 74%.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ საქართველოში ქალებსა და მამაკაცებს შორის კვლავაც ნარჩუნდება ჰომოფობიური დამოკიდებულებები. მათივე თქმით, რესპონდენტებს, განსაკუთრებით კაცებს, ღრმად აქვთ გამჯდარი ჰომოფობიური შეხედულებები.

ქალების ნახევარზე მეტი და ათიდან – რვა კაცი აცხადებს, რომ არასოდეს ეყოლება ჰომოსექსუალი მეგობარი.

კიდევ უფრო მეტს, გამოკითხული კაცების 83%-სა და ქალების 64%-ს სჯერა, რომ ჰომოსექსუალებს არ უნდა ჰქონდეთ ბავშვებთან მუშაობის უფლება. მათი აზრით, ჰომოსექსუალი შვილის ყოლა სამარცხვინოა.

კომენტარები