დიდი ბრიტანეთის ელჩი

აგვისტოდან გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება

დიდი ბრიტანეთის საელჩო

გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება. საელჩოს ინფორმაციით, ჯასთინ მაქენზი სმითს მარკ კლეიტონი ამ ზაფხულს შეცვლის.

მათივე ცნობით, მარკ კლეიტონი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის პოზიციაზე საქმიანობას 2020 წლის აგვისტოდან შეუდგება. ჯასთინ მაქენზი სმითი კი დიდი ბრიტანეთის დიპლომატიურ სამსახურში სხვა პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას.

მარკ კლეიტონი გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ სამსახურში 1997 წლიდან მუშაობს. 

კომენტარები