აშშ-უკრაინა

უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარება, მათ შორის, ჯაველინები მიიღო

16 ივნისს უკრაინამ ამერიკის შეერთებული შტატებისგან 60 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება, მათ შორის, ჯაველინის Raytheon/Lockheed Martin ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების სისტემა მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

"ამერიკის შეერთებული შტატები ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსული აგრესიის პირისპირ". – წერს საელჩო.

12 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის 250 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავს.

თავდაპირველად უკრაინამ 210 რაკეტა და 37 სატყორცნი დანადგარი 2018 წელს 47 მილიონ დოლარად შეიძინა. გარდა იარაღის მიყიდვისა, 2014-2019 წლებში აშშ-მა უკრაინას 1.5 მილიარდი აშშ დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.

აშშ უკრაინის ერთერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია.

2020 წლის 28 და 29 იანვარს აშშ-მა, ევროკავშირმა და კანადამ უკრაინის ანექსიის გამო რუსეთის სანქციები გააფართოვეს.

უკვე მეშვიდე წელია, დონბასის რეგიონში კონფლიქტი მიმდინარეობს. 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის შემდეგ რუსეთის მხარდაჭერილმა პრორუსმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიები დაიკავეს. 2014 წლის აპრილიდან დღემდე კონფლიქტს დაახლოებით 13 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 30 000 დაშავდა. რუსეთი სამხედრო ძალითა და იარაღით ეხმარება დონბასის სეპარატისტებს.

კომენტარები