სკრიპალების მოწამვლის საქმე

ბრიტანეთში სკრიპალების მოწამლვაზე მინისერიალი გადაიღეს [VIDEO]

BBC-მ სკრიპალების მოწამლვის საქმეზე მინისერიალი "სოლსბერის მოწამლვა" გადაიღო. სერიალის ბოლო, მესამე სერია 16 ივნისს გამოვიდა.

2018 წლის 4 მარტს, დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსული ნერვული აგენტით, ნოვიჩოკით მოწამლეს ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი. მკვლელობის ამ მცდელობას ორივე გადაურჩა. მათი მკვლელობის მცდელობის საქმეში ეჭვმიტანილები რუსეთის მოქალაქეები არიან. 

"2018 წლის მარტში სოლსბერი უპრეცენდენტო ეროვნული საგანგებო მდგომარეობის კერად იქცა. ეს სამ ნაწილიანი დრამატიზაცია ფოკუსირებულია ადგილობრივების მიერ ნაჩვენებ უპრეცენდენტო გმირობაზე," - წერს BBC.

პრემიერა 7 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. ამჟამად, IMDB-ზე სერიალის რეიტინგი 10-დან 7.2 არის.

კომენტარები