ჯაონ როულინგი

როულინგის გამომცემელმა დასაქმებულებს მწერლის წიგნზე მუშაობის შეწყვეტის უფლება არ მისცა

Getty Images

ჯოან როულინგის წიგნების გამომცემელმა კომპანია "Hachette"-მ დასაქმებულთა ჯგუფს განუცხადა, რომ მწერლის განსხვავებული აზრების გამო მის წიგნებზე მუშაობის შეწყვეტის უფლება არ აქვთ.

მსგავსი გადაწყვეტილების მიღება საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც თანამშრომელთა ერთმა ნაწილმა ჯოან როულინგის ახალ საბავშვო წიგნზე The Ickabog-ზე მუშაობა გააპროტესტა. ისინი ამბობდნენ, რომ მწერლის აზრები ტრანსგენდერ ადამიანებსა და ბიოლოგიურ სქესზე მათთვის მიუღებელი იყო.

"სიტყვის თავისუფლება არის გამომცემლობის ქვაკუთხედი. გვჯერა, რომ ყველას აქვს უფლება გაამჟღავნოს აზრები და  შეხედულებები. სწორედ ამიტომ, ჩვენ არასდროს გამოვთქვამთ აზრებს ავტორების პერსონალურ შეხედულებებზე და პატივს ვცემთ ჩვენი თანამშრომლების უფლებას, ჰქონდეთ განსხვავებული შეხედულებები.

არასდროს ვაიძულებთ თანამშრომელს იმუშაოს ისეთ წიგნზე, რომელიც მას პერსონალურად შეურაცხყოფს. თუმცა, ამასა და ავტორის პირადი შეხედულებების გამო წიგნისთვის ბოიკოტის გამოცხადებას შორის დიდი განსხვავებაა". – წერია გამომცემლობის განცხადებაში.

ლეგენდარული მწერალი ბოლო რამდენიმე კვირაა კრიტიკის ობიექტია. 6 ივნისს როულინგი სტატიას, სადაც ეწერა, რომ "1.8 მილიარდ გოგოს, ქალს და გენდერულად არაბინარულ ადამიანს მენსტრუაცია აქვს და ეს პანდემიასთან ერთად არ შეწყვეტილა", შემდგნაირად გამოეხმაურა:

"ადამიანებს, რომელთაც მენსტრუალური ციკლი აქვთ, დარწმუნებული ვარ, მათ დასახასიათებლად რამე კონკრეტული სიტყვა არსებობს - Wumben? Wimpund? Woomud?". – დაწერა მან.

მწერალმა დაამატა, რომ ბიოლოგიური სქესი არსებობს და ის მნიშვნელოვანია.

ამის შემდეგ, უკვე მეორედ, ჯოან როულინგი სოციალური მედიის მომხმარებლებმა ტრანსფობიაში დაადანაშაულეს.

ჯოან როულინგმა კრიტიკოსებს ვრცელი წერილით უპასუხა.

კომენტარები