ლარის კურსი

$20 მილიონის გაყიდვის შემდეგ ლარი დოლართან 2.39 თეთრით გამყარდა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 17 ივნისის სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა.

დოლართან გამყარებამ 2.39 თეთრი შეადგინა, ევროსთან კი – 4.92 თეთრი.

ამრიგად, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.0404 ლარი გახდა, ხოლო ერთი ევროსი – 3.4177 ლარი.

ლარი თურქულ ლირასა და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც გამყარდა.

ქართული ვალუტის გამყარება ეროვნული ბანკის მიერ 20 მილიონი დოლარის გაყიდვას მოსდევს. წინა დღეების განმავლობაში ლარი დოლართან დაახლოებით ათდღიანი გამყარების შემდეგ კვლავ უფასურდებოდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები