მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები

Hilton-ის სასტუმროების ქსელი მთელ მსოფლიოში თანამშრომლების რაოდენობას 22%-ით შეამცირებს

უახლოეს თვეებში სასტუმროების საერთაშორისო ქსელი Hilton-ი თანამშრომლების რაოდენობას 22%-ით შეამცირებს. კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, შემცირება ჯამურად 2 100 თანამშრომელს შეეხება. 

ცნობისთვის, ბრენდი საქართველოში ორ სასტუმროს, Hilton Batumi-ს და Hilton Garden-ის მფლობელია. ჯერჯერობით უცნობია, შეეხება თუ არა შემცირება საქართველოში მდებარე სასტუმროებს. კომპნიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გადაწყვეტილების მიზეზად კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ ფინანსურ მდგომარეობას ასახელებენ. 

კომპანიის გენერალური დირექტორის, კრისტოფერ ნასეტის თქმით, კომპანიის 101 წლიანი ისტორიის განმავლობაში, სექტორი ყველაზე მძიმე გამოწვევის წინაშე სწორედ დღეს აღმოჩნდა, რადგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობა პრაქტიკულად სრულად შეწყდა. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ გათავისუფლებული თანამრომლები ერთჯერად ფინანსურ ანაზღაურებას მიიღებენ. ამავდროულად, სექტორის აღდგენისთანავე ყოფილი თანამშრომლები დაუყოვნებლივ დაუბრუნდებიან საქმიანობას. თანამაშრომელთა რაოდენობის შემცირების გარდა, კომპანიამ შეამცირა ხელფასებიც და სამუშაო საათებიც. 

Hilton-ის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე იგივე გადაწყვეტილება მიიღეს Marriot-ისა და Hyaat-ის სასტუმროს ქსელშიც. ამ დროისთვის მთელი მსოფლოს მასშტაბით Hilton-ში ჯამურად 9 600 ადამიანია დასაქმებული.

კომენტარები