გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობა

საზმაუს ინფორმაციით მოსკოვის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სუს-ი ინფორმაციას უარყოფს

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, თბილისში, მოსკოვის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გიორგი გაბუნიას საქმეზე დაკავებულ ვასამბეკ ბოკოევს უკავშირდება. 

საზმაუს ვებგვერდზე თავდაპირველად გამოქვეყნებული ინფორმაციით,  სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებდა, რომლის ფარგლებში ერთი პირი იყო დაკავებული. ცოტა ხანში, მასალის განახლების შემდეგ, ეს ინფორმაცია საზმაუს გვერდზე აღარ იძებნება.

არხის ინფორმაციით, ამ დროისთვის იქ ერთ-ერთ შენობაში ჩხრეკა მიმდინარეობს და ადგილზე კინოლოგებიც მუშაობენ. 

ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ მოსკოვის გამზირზე სპეცოპერაცია არ მიმდინარეობს.

კომენტარები