დანი მასტერსონი

მსახიობი დანი მასტერსონი სამი ქალის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

დანი მასტერსონი

ამერიკელი მსახიობი, დანი მასტერსონი, ლოს-ანჯელესის სასამართლომ სამი ქალის გაუპატიურების ბრალდებით დააკავა.

დაკავების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ჯეკი ლესეიმ ოთხშაბათს, დილის 12 საათისკენ გამოაცხადა, დაახლოებით 3 საათის შემდეგ კი დანი მასტერსონი 3.3$ მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

დანი მასტერსონს 2001 წლიდან 2003 წლამდე პერიოდში სამი ქალის გაუპატიურება ედება ბრალად:

საქმის მასალების მიხედვით, მსახიობი დადანაშაულებულია 2001 წლის ზამთარში 23 წლის ქალის გაუპატიურებაში. ასევე, 2003 წლის აპრილში მას 28 წლის ქალისა და 2003 წლის შემოდგომაზე 23 წლის ქალის გაუპატიურებას ედავებიან.

მისი შემდეგი სასამართლო სხდომა 18 სექტემბერს არის ჩანიშნული, სადაც მსახიობს 45 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დანი მასტერსონის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

"მისტერ მასტერსონი და მისი ცოლი შოკში არიან, რადგან 20 წლის წინანდელი ბრალდებები ბრალის წაყენებით დასრულდა, თუმცა მათ იციან, რომ სიმართლე გაიმარჯვებს. ადამიანებმა, რომლებიც იცნობენ დანი მასტერსონსა და მის ხასიათს, იციან, რომ ეს ყველაფერი ტყუილია", - თქვა ადვოკატმა.

დანი მასტერსონი ცნობილია სტივენ ჰაიდის როლით სიტკომში "That '70s Show", რომელიც Fox-ზე გადიოდა 1998 წლიდან 2006 წლამდე.

კომენტარები